სკოლის ძირითადი მისია


„გურამ დოჩანაშვილი - საერთაშორისო ქართული სკოლის“ მისია მდგომარეობს
მოსწავლეთათვის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული, ქართულ
მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული განათლების მიცემის გზით დამოუკიდებელი, სწორი
ღირებულებების მქონე, მრავალმხრივად განვითარებული მოქალაქეების ჩამოყალიბებაში,
რომლებიც ნებისმიერ გარემოში შეძლებენ საკუთარი თავის დამკვიდრებას.

 

აქედან გამომდინარე სკოლის ძირითადი ამოცანაა:


1. სკოლის არსებობის პერიოდში შექმნილი სასწავლო-აღმზრდელობითი გარემოს სრულყოფა-
შენარჩუნება, სადაც მოსწავლეები ეზიარებიან ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტურ იდეალებსა და
ღირებულებებს, ასევე განავითარებენ სხვადასხვა სფეროში პოზიტიურ უნარ-ჩვევებს.


2. დამატებითი სახელმძღვანელოების, მეთოდური ლიტერატურის, ინოვაციური პედაგოგიკისა
და ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვით პროგრამული მასალის გაფართოება და
მოსწავლეების უზრუნველყოფა ხარისხიანი განათლებით.


3. იზრუნოს პედაგოგების პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაზე, რათა შენარჩუნებულ იქნას
მაღალი აკადემიური სტანდარტი.